|
2017-02-23 13:38:08, 1033 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი: საჯარო მმართველობის განვითარება განათლების სისტემისა და კვალიფიკაციის მუდმივი ზრდის გარეშე წარმოუდგენელია
„საჯარო მმართველობის განვითარება განათლების სისტემისა და კვალიფიკაციის მუდმივი ზრდის გარეშე წარმოუდგენელია“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენცია „ეფექტური მმართველობა - საგანმანათლებლო საქმიანობით დემოკრატიული ღირებულებებისა და პრაქტიკების ხელშეწყობა" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის სტანდარტის მუდმივად ზრდა, როგორც პროფესიული კვალიფიკაციის ასევე, ეთიკური მიმართულებით. ამის განხორციელება კი, განათლების სისტემის გარეშე, კვალიფიკაციის მუდმივი ზრდის გარეშე ძალიან რთულია. „საჯარო სამსახური მუდმივად მოძრაობაში მყოფი სისტემაა და განათლების და კვალიფიკაციის ზრდის შეხამება უნდა მოხდეს ბუნებრივად, ისე რომ თვითონ ეს სისტემაც არ გაჩერდეს და განაგრძოს ეფექტურად მუშაობა.ეს არის ის რთული გამოწვევა, რომელიც დგას დღეს ნებისმიერი მთავრობის წინაშე, რომელსაც უნდა, რომ მაღალი ხარისხით უპასუხოს ამომრჩევლის ნდობას" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. როგორც კონფერენციის გახსნისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საჯარო მმართველობის განვითარების თვალსაზრისით საქართველოს ძალიან საინტერესო წარმატება აქვს, რომლებსაც ქვეყანა მეგობრებს და პარტნიორებს უზიარებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო მზად არის მიიღოს ახალი ცოდნა. მისივე განცხადებით, საჯარო სამსახური ერთდროულად უნდა იყოს ეფექტური, მაღალკვალიფიციური და მაღალი მორალური ღირებულებების მატარებელი. კონფერენციის გახსნისას სიტყვით გამოვიდნენ ასევე: ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში იან კელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი მაკა იოსელიანი. კონფერენციაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა) არსებულ პრობლემებზე. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში ეფექტური მმართველობითი მექანიზმების სწავლებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მიმართულებით; საჯარო მმართველობის საუნივერსიტეტო კურსების განვითარების, პროფესიული განვითარების პროგრამების მეშვეობით, საჯარო მოხელეებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღვივების და საჯარო სამსახურში ეთიკური ქცევითი მოდელების დამკვიდრების საკითხებს. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) კონფერენციის ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონის ძალაში შესვლისა და დანერგვის პროცესში საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დგას. თუ საჯარო სამსახურის სტანდარტები არ ვითარდება, საჯარო სამსახური და სახელმწიფო ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელსაც საზოგადოება და ამომრჩეველი აყენებს. ღონიძიებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)