|
2017-02-22 12:57:27, 1519 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტროს საბერძნეთის დელეგაცია ეწვია
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საბერძნეთის ადმინისტრაციული რეფორმებისა და ელექტრონული მმართველობის მინისტრ ოლგა იეროვასილის შეხვდა. შეხვედრას საბერძნეთის ადმინისტრაციული რეფორმებისა და ელექტრონული მმართველობის სამინისტროს კაბინეტის უფროსი იოანა პაპამიჰაილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე, მიხეილ სარჯველაძე და გიორგი პატარიძე ესწრებოდნენ. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთის დელეგაცია საქართველოში იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციისა და მუშაობის სპეციფიკის გასაცნობად ჩამოვიდა. ვიზიტი გასულ წელს საქართველოსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე დაიგეგმა. გიორგი კვირიკაშვილი და ალექსის ციპრასი ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საბერძნეთი გაიზიარებს საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას სხვადასხვა, მათ შორის, სახელისუფლებო სტრუქტურების ღიაობისა და სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის სფეროში, რომელიც საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ხორციელდება. შეხვედრის შემდეგ თეა წულუკიანმა და ოლგა იეროვასილიმ მემორანდუმი გააფორმეს, რომლის თანახმადაც, ქართული მხარე საბერძნეთს სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ პრაქტიკას გაუზიარებს. მემორანდუმის მიზანია, დაეხმაროს მხარეებს თითოეული მოქალაქისათვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში, „ღია მმართველობა - პარტნიორობის“ ინიციატივით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში, ელექტრონული მმართველობის დანერგვაში. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ტურში, რათა უკეთესად გასცნობოდნენ სერვისების გაცემის პროცესს. დაგეგმილია დელეგაციის სტუმრობა მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრსა და ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში. დღესვე საბერძნეთის დელეგაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძეს შეხვდება. დელეგაციის ვიზიტი ოთხდღიანია და ის 23 თებერვალს დასრულდება.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)