|
2017-02-22 12:42:10, 1615 ნახვა
პოლიტიკა
დოლიძე: ჯანელიძემ გამოსვლაში ყველა თემაზე გაამახვილა ყურადღება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე გაეროს უშიშროების საბჭოში საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის გამოსვლას ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ ჯანელიძემ ყველა აქტუალურ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ამასთან, დოლიძის შეფასებით, გაეროს უშიშროების საბჭოში გუშინ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა, რაცა ასევე მნიშვნელოვანია. „მნიშვნელოვანი დღე იყო გუშინ ძალიან. გაეროს უშიშროების საბჭოში ის გამოსვლა, სადაც ჩვენმა მინისტრმა გაამახვილა პრაქტიკულად ყველა თემაზე ყურადღება, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ტრიბუნა, სადაც მთელ მსოფლიოს აგონებ შენს ტკივილს და ის არ არის მხოლოდ ჩვენი ტკივილი, რაც გუშინ გამოჩნდა არა მხოლოდ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლიდან, არამედ იმ მხარდამჭერი გამოსვლებიდან, რომლებიც სხვა დელეგაციებმა გააკეთეს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მითუმეტეს გაეროს გენერალური ანსამბლეის მომავალ სხდომამდე, ისევე როგორც უშიშროების საბჭოების სხვა სხდომებამდე, სადაც ჩვენ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა გვჭირდება, როგორც იძულებით ადგილმონაცვლე პირთა დოკუმენეტბის მიღების შესახებ, რომლითაც პრაქტიკულად ყოველწლიურად ძლიერდება და მყარდება ჩვენი მხრდაჭერა, ისევე როგორც სექტემბერში დაგეგმილ გენერალური ასამბლეის სხდომაზე“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)