|
2017-02-22 12:38:08, 1684 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე: ჩემთვის ლავროვის ეს განცხადებები რევოლუციური არ არის
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებები მისთვის გასაკვირი, ახალი და რევოლუციური არ არის. დოლიძის განმარტებით, პასუხი უცვლელია-საქართველო ადგას განვითარების გზას, მიიწევს წინ, არის, როგორც ინვესტორებისთვის, ასევე ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი ქვეყანა. მისივე განცხადებით, საქართველო აპირებს კიდევ უფრო სრულფასოვან ინტეგრაციას, როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში. „არ მიკვირს, არახალია და არც რევოლუციური ჩემთვის ლავროვის ასეთი განცხადებები. ჩვენი პასუხი უცვლელია და მყარი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო ადგას განვითარების გზას, საქართველო მიიწევს წინ, საქართველო არის, როგორც ინვესტორებისთვის, ასევე ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი ქვეყანა. ჩვენ ვაპირებთ განვითარებას, ჩვენ ვაპირებთ ინტეგრაციას, ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობას და აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო სრულფასოვან ინტეგრაციას, როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში, რომელიც იქნება გარანტორი, როგორც რეგიონალური უსაფრთხოების, ასევე თვითონ რუსეთის უსაფრთხოების“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. შეგახსენებთ, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სამხრეთ-კავკასიის რეგიონი ხდება ბოევიკების, ტერორისტების, ექსტრემისტების მარშრუტი.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)