|
2017-02-21 21:55:26, 1523 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ოპოზიცია ჩქარობს და ამ სიჩქარეში უშვებს შეცდომებს
ოპოზიცია ჩქარობს ციანიდის საქმესთან დაკავშირებით და ამ სიჩქარეში უშვებს შეცდომებს. შეცდომაა ის, რომ ოპოზიციამ დააყენა მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, უწმინდესთან ძალიან სასიამოვნო საუბარი ჰქონდა და ახლა ყველასთვის უმთავრესია, სიმართლე დადგინდეს. თითოეული მოქალაქე დაინტერესებულია სასიცოცხლოდ, რომ მომხდართან დაკავშირებით სიმართლე გაირკვეს და ეს სიმართლე გახდეს ყველასთვის ცნობილი. კობახიძე ყველას ურჩევს "გამოძიების დასრულებას დაელოდოს". "ოპოზიცია ჩქარობს ციანიდის საქმესთან დაკავშირებით და ამ სიჩქარეში უშვებს შეცდომებს. შეცდომაა ის, რომ ოპოზიციამ დააყენა მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნა. ისინი გარკვეულები რომ იყვნენ გამოძიების დეტალებში, დარწმუნებული ვარ, ასეთ მოთხოვნას არ დააყენებდნენ. არც მე ვარ გარკვეული დეტალებში, ყველა უნდა დაველოდოთ გამოძიებას და მას შემდეგ, რაც გაირკვევა დეტალები, მაშინ უნდა გავაკეთოთ შეფასებები იმაზე, თუ ვინ აკეთებს პასუხისმგებლიან და უპასუხისმგებლო განცხადებებს. ვინ ჩქარობს და ვინ - არა. სიჩქარე მხოლოდ ავნებს გამოძიებას. ნაჩქარევი განცხადებები არ არის სწორი. მოვუწოდებ ყველას, არ გააკეთონ ნაჩქარევი განცხადებები არც პროკურატურასთან და არც სხვა რამესთან მიმართებაში. მთავარია გაირკვეს სიმართლე და დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ბოლომდე მივა გამოძიება, გვეცოდინება ყველაფერი", - აღნიშნა მან.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)