|
2017-02-21 17:24:07, 701 ნახვა
ილია მეორე: ხალხს უნდა მივცეთ პასუხი, ხალხი ღელავს
„საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ასეთი შემთხვევა“,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. როგორც პატრიარქმა ბრძანა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას გერმანიაში წასვლა მოუწია, რა დროსაც, „შეიქმნა რაღაც უცნაური სიტუაცია“. „ეს ორი კვირა ძალიან რთული იყო ჩემი ჯანმრთელობის. იძულებული ვიყავი წავსულიყავი გერმანიაში და იქ მემკურნალა. გამიკეთეს ძალიან რთული ოპერაცია. ამ დროს შეიქმნა რაღაც უცნაური სიტუაცია. საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ასეთი შემთხვევა. ეს არის არამარტო ეკლესიის პრობლემა, არამედ ერის პრობლემა და სახელმწიფოს პრობლემა, ამიტომ ჩვენი ხელისუფლება აქტიურად უნდა ჩაერთოს ამაში და ვფიქრობ, რომ თქვენ გრძნობთ ამის მნიშვნელობას. უკვე მოდის გამოძახილი უცხოეთიდან, კითხულობენ, რა ხდება საქართველოში, ხოლო ჩვენ არა გვაქვს გარკვეული პოზიცია, გარკვეული გამოძიება. ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ, ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს სახელმწიფოსა და ეკლესიისა. ხალხს უნდა მივცეთ პასუხი, ხალხი ღელავს და ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამშვიდდება და კარგად იქნება, მაგრამ ყოველ მოვლენას თავისი სახელი უნდა დაერქვას, ხალხი უნდა დაკმაყოფილდეს და დამშვიდდეს“,- ბრძანა ილია მეორემ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)