|
2026-07-10 16:12:47, 2648 ნახვა
პოლიტიკა
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
მარეგულირებელი კომისიის მიერ "ტვ პირველისთვის" დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა. მასალა ჟურნალისტების ევროპულმა ფედერაციამ მოამზადა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კომისიის გადაწყვეტილება 2025 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ მიღებულ სანქციებს უკავშირდება, რომლებმაც GNCC-ს იმ საკითხების განხილვის უფლებამოსილება მისცა, რომლებიც მანამდე თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში წყდებოდა. "2026 წლის 25 ივნისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) ტელეკომპანია „TV პირველს“ 2 500 ლარის (830 ევრო) ოდენობის ჯარიმა დააკისრა. კომისიის განმარტებით, მაუწყებელმა დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მოთხოვნები, რომლებიც სარედაქციო სტანდარტებს, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს უკავშირდება. გადაწყვეტილებაში ასევე საუბარია სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში გამოხატვის თავისუფლების განხორციელებაზე. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ „TV პირველის“ 11-13 მაისის საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგი. კომისიამ 11:00, 15:00 და 20:00 საათზე გასულ გადაცემებში რამდენიმე დარღვევა დააფიქსირა. GNCC-ის შეფასებით, მაუწყებლის სიუჟეტებში მიმდინარე პოლიტიკური საკითხები ისე იყო წარმოდგენილი, რომ „TV პირველის“ პირად დამოკიდებულებასა და მოსაზრებას ასახავდა. მედიის ცნობით, სადავო გამონათქვამებს შორის იყო „სინდისის პატიმრები“ — ტერმინი, რომელსაც ხელისუფლების კრიტიკოსები მთავრობის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს დაკავებულ პირებთან მიმართებით იყენებენ; „ოლიგარქი“ — ტერმინი, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით გამოიყენება; ასევე ფრაზა: „რას ამბობენ „ქართული ოცნების“ რიგითი წევრები, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ბიძინა ივანიშვილი იტყვის“. კომისიამ დაადგინა, რომ მსგავსი გამონათქვამების გამოყენება საინფორმაციო პროგრამებში არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის მეხუთე პუნქტით განსაზღვრულ სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს. 21 მაისს GNCC-მა მსგავსი საკითხის მონიტორინგის საფუძველზე „TV პირველი“ უკვე დაასანქცირა, ასევე სანქცია დაეკისრათ „ფორმულას“, „პოსტკივისა“ და „იმედს“. 2025 წლის ივნისში, „ქართული ოცნების“ წევრების საჩივრების საფუძველზე, კომისიამ „TV პირველი“ და „ფორმულა“ საინფორმაციო პროგრამებში მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევაში ცნო. ეს საკითხი მედიის თავისუფლების პლატფორმის სხვა გაფრთხილებაშიც არის განხილული. 2025 წელს მიღებული „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით GNCC-ს მიენიჭა უფლებამოსილება, განიხილოს საკითხები, რომლებიც მანამდე თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში წყდებოდა. ცვლილებების თანახმად, თუ კომისია მაუწყებლის მხრიდან ერთსა და იმავე ტიპის დარღვევას ორჯერ დაადგენს, მას შეუძლია დაიწყოს პროცედურა მაუწყებლის ლიცენზიის ან ავტორიზაციის შეჩერების მიზნით. ყოფილი „ქართული ოცნების“ დეპუტატი გოგა გულორდავა GNCC-ის თავმჯდომარედ 2026 წლის იანვარში აირჩიეს, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)