|
2017-02-21 15:47:29, 520 ნახვა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი: ძალიან ბევრი რამ არის დარღვეული
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პატრიარქთან შესახვედრად სასულიერო პირის მზადყოფნაზე ისაუბრა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, პროკურატურის მიერ საპატრიარქოსთვის ე.წ. ციანიდის საქმის დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, კარგი იქნება თუ დაცვის მხარესაც იგივე შესაძლებლობა მიეცემა. „პროკურატურას არა ერთხელ უთქვამს, რომ პატრიარქის ჩამობრძანების შემდეგ ის გააცნობს საპატრიარქოს გარკვეულ დოკუმენტაციას საქმის მასალების. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი მოსმენაც მოხდება, იმიტომ, რომ როგორც მოეხსენებათ, თანასწორობის პრინციპი არ უნდა იქნეს დარღვეული. შესაბამისად, მამა გიორგი ელოდებოდა და მოხარულია, რომ ჩამობრძანდა საქართველოს პატრიარქი საქართველოში“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. რამიშვილის განმარტებით, მის კოლეგებს პროკურატურაში გაუთქმელობის ხელწერილის გაუქმების შესახებ მოთხოვნა კიდევ ერთხელ აქვთ წარდგენილი. „დარღვეულია უდანაშაულობის პრეზუმფცია, თანასწორობის პრინციპი. ძალიან ბევრი რამ არის დარღვეული. ალბათ, მაგათთვისაც ნათელი გახდა, რომ თანასწორობის პრინციპი არ უნდა დაირღვეს და იმიტომ მოითხოვა პრეზიდენტმა, რომ პროკურატურამ მოუხსნას ჩემ კოლეგებს ის ვალდებულება, რაც გაუთქმელობიდან გამომდინარეობს“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. ცნობისთვის, მამა გიორგი მამალაძე, შესაძლოა, დამატებითი გამოკვლევებისთვის ჩაფიძიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანონ. დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხიდან ჩაფიძის გულის ცენტრში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ზაზა ლაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზი მათთან გონების დაკარგვის დიაგნოზით შეიყვანეს. მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა გამოკვლევების ჩასატარებლად და მკურნალობის გასაგრძელებლად ის კლინიკაში რჩება. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მამალაძეს ოფიციალურად ბრალი პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში ედება.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)