20:59 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 14:00:36, 560 ნახვა

დაზარალებულმა მოვაჭრეებმა „ბავშვთა სამყაროსთან“ კარავი გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა კარავი გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს. 

მოშიმშილეები მთავრობისგან მიყენებული ზარალის კომპენსაციას ითხოვენ. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, პროცესში ყოველ დღე 3-3 მოვაჭრე ჩაერთვება. დაზარალებულთა განცხადებით, შიმშილობის დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ხელისუფლებამ კერძო ბანკებთან შუამავლობის შესახებ დადებული დაპირება არ შეასრულა. 

შეგახსენებთ, რომ ხანძარი შენობაში 30 იანვარს გაჩნდა. „ბავშვთა სამყაროს“ შენობა და საბითუმო ბაზრობის ტერიტორია ხანძრის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა. 

ათეულობით დაზარალებული მოვაჭრე ზარალის ოდენობაზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს, თუმცა აცხადებენ, რომ ოქროს საცავები სწორედ აღნიშნულ შენობაში იყო განთავსებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics