|
2017-02-21 11:44:54, 1090 ნახვა
საზოგადოება
1 მარტიდან ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად სამედიცინო დაწესებულებებისთვის ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით,1 მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად სამედიცინო დაწესებულებებისთვის ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება. მისივე თქმით, სელექციური კონტრაქტირება დედათა და ბავშვთა მოვლის დაწესებულებებიდან იწყება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღის ფარგლებში, სელექციური კონტრაქტირება სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებშიც იგეგმება. მინისტრის ინფორმაციით, ახალი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სხვა სამედიცინო დაწესებულებებსაც შესაძლებლობა ექნებათ, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩაერთონ. „ეს არის პირველი ნაბიჯი იმ რეფორმების, რომლის შესახებაც განაცხადა ჯანდაცვის სამინისტრომ, კერძოდ ეს არის სელექტიური კონტრაქტირება სამედიცინო დაწესებულებების, რომლის ამოცანაც უფრო მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა. პირველ ეტაპზე ეს შეეხო ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მიმართულებას - დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას. შემოვიდა დამატებითი კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში ამ ეტაპზე დიდ ქალაქებში, სადაც არჩევანია, სამედიცინო დაწესებულებებს ექნებათ იმის საშუალება, რომ ჩაერთონ საყოველთაო ჯანდაცვაში. ეს კრიტერიუმი მოიცავს რამოდენიმე მიმართულებას, დაწყებული ინფექციებზე კონტროლის ხარისხით, ახალშობილთა და ორსულთა მოვლით და ასევე გარკვეულ ინფრასტრუქტურულ და აღჭურვილობით კრიტერიუმებს. ამ ინიციატივას წინ უძღვოდა 2 წლიანი მუშაობა, როდესაც მთელი სქართველოს მასშტაბით შეფასდა სამედიცინო დაწესებულებები დედათა და ბავშვთა მიმართულებით. განისაზღვრა ის აუცილებელი ცვლილებები, რომელიც უკვე უახლოეს დღეებში შევა ძალაში. ჩვენ ვფიქრობთ, უკვე პირველი მარტიდან ეს ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება და მიზანია, შეჯამებულად, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, ხარჯეფექტური მოვლა“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. უფრო კონკრეტულად, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სელექტიური კონტრაქტირება განხორციელდება მხოლოდ იმ კლინიკებში, სადაც: წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარეა პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში მინიჭებული აქვს შესაბამისი დონე. პირველ ეტაპზე, ცვლილება სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებებს შეეხება. პროგრამაში დარჩებიან მხოლოდ ის კლინიკები, რომლებიც ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფელებენ. თავდაპირველად ცვლილებები სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდება, რადგან ამ ქალაქებში უკვე არსებობს 2 ან მეტი სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღა, სწორედ ამ ცვლილებით ამოქმედდა. სელექციური კონტრაქტირება დედათა და ბავშვთა მოვლის დაწესებულებებიდან იმის გათვალისწონებით დაიწყო, რომ წინამოსამზადებელი სამუშაოები მსგავსი პროფილის კლინიკებში უკვე ჩატარებულია (კლინიკებს მინიჭებული აქვს შესაბამისი დონეები). საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღის ფარგლებში, სელექციური კონტრაქტირება სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებშიც იგეგმება.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)