|
2017-02-21 10:30:00, 1585 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ავღანეთთან ურთიერთობაში სრულიად სხვა სახის შესაძლებლობები იხსნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავღანეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. კვირიკაშვილის თქმით, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, ეკონომიკის თვალსაზრისით, ავღანეთთან ურთიერთობაში სრულიად სხვა სახის შესაძლებლობები იხსნება: „ასევე გვქონდა საუბარი ქართული კომპანიებისთვის შესაძლებლობაზე, რომ ავღანეთის სახლემწიფოს შესყიდვებში მიიღონ მონაწილეობა, რაზეც პრეზიდენტის მხრიდან გამოუითქვა სრული მზაობა, რომ ისინი დიდი სიამოვნებით განიხილავენ ასეთ წინადადებებს. ასევე იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროკავშირის საგარეო მიმართულებით უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, რომელმაც მნიშვნელოვანი პიროვნული წვლილი შეიტანა ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს დახმარების თვალსაზრისით. ჩვენ ასევე ვიმუშავეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშერკულების ფარგლებში მომავალი სამოქმედო გეგმის თაობაზე. ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც შეგვიძლია გამოვიტანოთ მიუნხენის უსაფრთხოების ორდღიანი კონფერენციიდან გახლავთ ის, რომ ვყელაზე ნათლად გამოჩნდა, თუ რამხელა რაციონალი და ლოგიკა დგას ძლიერი ევროკავშირის უკან, ანუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების პირობებში ძლიერი ევროკავშირის არსებობა და არაერთი დისკუსიის შემთხვევაში ძალიან ბევრი ლიდერის მიერ იქნა ეს ხაზგასმული. ჩვენ გვქონდა საშუალება დისკუსიების დროს გვესაუბრა საქართველოს სტრატეგიაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს, ასევე ოკუპაციის პრობლემებზე და მასში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობაზე“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)