|
2017-02-18 20:26:46, 1727 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერესს შეხვდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში წერია, საუბრის ძირითადი თემები ორმხრივი თანამშრომლობა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო. უწყების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალურ მდივანს საოკუპაციო ხაზთან არსებულ მძიმე ვითარებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე მიაწოდა ინფორმაცია. „გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ანტონიო გუტიერესის ხელმძღვანელობით, გაერო კიდევ უფრო აქტიურ როლს შეასრულებს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის მხრიდან განხორციელებულ ნაბიჯებზე, რომლებიც კონფლიქტურ რეგიონებში მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. ხაზი გაესვა გაერო-ს როლს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ფორმატებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთელ დაგმო ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ რეფერენდუმი და რუსეთის ფედერაციის პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევის აუცილებლობაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალური მდივანი საქართველოში მიიწვია. ანტონიო გუტიერესმა მზადყოფნა გამოთქვა, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში ეწვიოს საქართველოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)