21:02 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-18 15:11:38, 2097 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ომბუდსმენი: რასაც ყვება დეკანოზი, აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ოფიციალურ ვერსიასთან

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ცალ კარში თამაში მიმდინარეობს, როდესაც დაცვის მხარეს არ აქვს უფლება, გარკვეული დეტალები გაამჟღავნოს და თავი დაიცვას, - ამის შესახებ ომბუდსმენმა დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების დროს განაცხადა. 

ნანუაშვილის თქმით, ის კლინიკაში თავისი სურვილით მივიდა.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ყველა დეტალი, რაც მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია.

"ჩვენ ვსწავლობთ აღნიშნულ საქმეს. პრობლემები არის დასაწყისიდანვე, როდესაც, რეალურად, ცალ კარში თამაში მიმდინარეობს, როდესაც დაცვას არ აქვს უფლება, გარკვეული დეტალები გაამჟღავნოს და დაიცვას თავი, დაიცვას ბრალდებული. მაშინ როდესაც, სხვა ყველა მხარეს ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნების უფლება აქვს", - განაცხადა ნანუაშვილმა. 

ამასთან, ომბუდსმენის ინფორმაციით, რასაც ყვება დეკანოზი, აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ოფიციალურ ვერსიასთან, რაც პროკურატურის მხრიდან ვრცელდება.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საპატრიარქოს საქმის მასალების ნაწილი გადაეცა, ნანუაშვილის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. 

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხიდან ჩაფიძის გულის ცენტრში გუშინ გვიან ღამით გადაიყვანეს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ზაზა ლაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზი მათთან გონების დაკარგვის დიაგნოზით შეიყვანეს.

მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა გამოკვლევების ჩასატარებლად და მკურნალობის გასაგრძელებლად ის კლინიკაში რჩება.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ რვა ომი დაასრულა
ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა
მოსამართლე გიორგი არევაძემ გაამართლა თურქი ბიზნესმენი, რომელმაც 20 წლის ფეხბურთელი გოგონა გაუპატიურებაში ადანაშაულებდა
პროკურატურა - გურჯაანში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალადობით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, შემდეგ კი გააუპატიურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics