|
2017-02-17 18:03:14, 1914 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოსთვის პრიორიტეტული საკითხია
"საქართველო და ზოგადად შავი ზღვის რეგიონი ნატოსთვის პრიორიტეტული საკითხია", - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის შემდეგ მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბრიუსელში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გადაწყდა, რომ თანამშრომლობა გაძლიერდება და შავი ზღვის რეგიონში ნატოს წარმომადგენლობა გაიზრდება. "საქართველოსადმი ჩვენი მხარდაჭერა გავაძლიერეთ. შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ყოფნის მასშტაბის გაფართოება ბრიუსელში, თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ცოტა ხნის წინ გადაწყდა. ამაში იგულიხსმება სახმელეთო, საავიაციო და საზღვაო ელემენტები. ის, რასაც შავი ზღვის რეგიონში ვაკეთებთ, ზომიერი და თავდაცვითი ხასიათის ქმედებებია. ჩვენ არ გვსურს კონფლიქტის პროვოცირება. "-განაცხადა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის და ნატოს გენერალურ მდივნის შეხვედრა ბრიუსელში 16 თებერვალს ნატოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა. ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო მინისტერიალის ფარგლებში, რომელთანაც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანიობის მიმართ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)