|
2017-02-17 12:56:14, 1406 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე მიუნხენის 53-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის 53-ე უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც დღეს დაიწყება. საერთაშორისო კონფერენციას მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრება. საგარეო უწყების ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში მსოფლიოში არსებულ კრიზისებსა და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელებენ. ფორუმის დღის წესრიგშია ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და ნატოს მომავალი; ევროპის სახელმწიფოებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა; რუსეთთან ურთიერთობა; სირიაში მიმდინარე მოვლენები და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. კონფერენციაში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, 30-ზე მეტი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი მონაწილეობს. კონფერენციის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან. მიუნხენის 53-ე უსაფრთხოების კონფერენცია 19 თებერვალს დასრულდება.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)