|
2017-02-14 10:41:38, 1654 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავი უწყებების მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც ორ ქვეყანას შორის საპოლიციო სფეროში დადებული შეთანხმებების საფუძველზე ხორციელდება. როგორც გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმი არსებობს, კერძოდ, „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ერთობლივი კომისია, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება და ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობასთან, ტერორიზმთან და სხვა მნიშვნელოვან დანაშაულებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. შეხვედრაზე განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშეს ნაყოფიერი მუშაობა, რომელიც თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებთან უშუალო, სწრაფ და ეფექტურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს. გიორგი მღებრიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის შს სამინისტრო უახლოეს მომავალში საქართველოში პოლიციის ახალ ატაშეს დანიშნავს, რაც ასევე ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას. შს მინისტრმა თურქეთის ელჩს შს სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოს შსს-მ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების კუთხით, როგორც საკანონმდებლო, ასევე, ინსტიტუციონალურ დონეზე, რაც პოზიტიურად შეფასდა ევროკომისიის მიერ. შეხვედრაზე შს მინისტრმა მწუხარება გამოთქვა თურქეთის რესპუბლიკაში ბოლო დროს განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით და თურქ ხალხს ძალადობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა აღუთქვა.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)