|
2014-12-21 17:09:01, 10526 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება სამხედრო
უკრაინის კონსული ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
„მინდა მადლობა გადავუხადო მთელ ქართველ ხალხს, იმ მხარდაჭერისათვის, რასაც უკრაინის მიმართ, მისთვის ასეთ რთულ დროს გამოხატავს“,-ამის შესახებ უკრაინის კონსულმა საქართველოში ლიუბოშ კაროლმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინაში გარდაცვლილი ალექსანდრე გრიგოლაშვილის ჩამოსვენებისას ჟურნალისტებს განუცხადა. მან ასევე გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მათ მიმართ თანაგრძნობა გამოხატა. „უკრაინელი ხალხის სახელით მინდა თანაგრძნობა გამოვხატო გარდაცვლილი ალექსანდრეს ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ, მინდა მადლობა გადავუხადო მთელ ქართველ ხალხს, იმ მხარდაჭერისათვის, რასაც უკრაინის მიმართ გამოხატავს მისთვის ასეთ რთულ დროს“,-განაცხადა ლიუბოშ კაროლმა. შეგახსენებთ, რომ 31 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც “აიდარში” იბრძოდა, 18 დეკემბერს დაიღუპა. გარდაცვლილის ცხედარი სამშობლოში დღეს დილით 08:30 საათზე ჩამოასვენეს. აეროპორტში ჩამოსვენების ცერემონიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე და უკრაინის კონსული დაესწრნენ. აეროპორტში იმყოფებოდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლებიც. ალექსანდრე გრიგოლაშვილის ცხედარი თბილისის აეროპორტიდან პირდაპირ ქუთაისში, მის საკუთარ სახლში გადაასვენეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)