|
2017-02-10 12:01:38, 1901 ნახვა
პოლიტიკა
„საკუთარი მოქალაქეების ამომჟუჟავი ხარ, თავხედი ეს“-დაპირისპირება ეკა ბესელიასა და ოთარ კახიძეს შორის
თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე, სადაც ე.წ. ფარული მოსმენების საკითხის განხილვას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასა და „ევროპული საქართველოს“ წევრ ოთარ კახიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კახიძემ მოსმენების შესახებ კანონპროექტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისგან, ადრე სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემებს რუსეთის ჯაშუშების წინააღმდეგ იყენებდნენ: „გუშინ არ ვიყავი დარბაზში და ვერ შეგახსენე, რამდენი მეომარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამოაცხადეთ ჯაშუშად. ცერცვაძეზე ყალბ მოთქმას თავი დაანებე, საქმეზე ილაპარაკე თუ გინდა პასუხი გაგცე, საკუთარი მოქალაქეების ამომჟუჟავი ხარ, შენც ხარ მაგ სისტემის ნაწილი, და შეწყვიტე ახლა ლაპარაკი. ამას უყურე ერთი, შენ და ადეიშვილს ვინც გადაგირჩათ, ისინი გავათავისუფლეთ ჩვენ. ენა გააჩუმე ახლა. შენ ხარ მოძალადეთა თანამონაწილე, შენს არც ერთ კითხვას პასუხს არ გავცემ, თავხედი ეს“,-მიმართა ბესელიამ ოთო კახიძეს. „ახლა გადაეცით ცერცვაძეზე ინფორმაცია რუსეთის ფედერაციას. თქვენი პირადი პასუხისმგებლობაა კრიმინოგენური სიტუაციის დამძიმება. მე გავჩუმდე და მორალის კითხვას ვუსმინო?! თქვენ ვინც გაათავისუფლეთ სია არის, კი, შკრილნიკოვი და გეორქიანი იყვნენ პატრიოტები, ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის იბრძოდნენ ხო? შეთითხნული იყო ხო?“,-უპასუხა ბესელიას ოთარ კახიძემ. მისივე თქმით, შემოთავაზებული კანონის მთავარი პრინციპი, რომ შეიქმნას ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო სუს-ის ზედამხედველობის ქვეშ, სუს-ის უფროსის დაქვემდებარებაში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)