|
2017-02-09 17:23:04, 1598 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ ყოლბაიამ ბულგარეთის ელჩს უმასპინძლა
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვა-კოზლევას შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ ბულგარელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ბულგარეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. მოკლედ გააცნო საქართველოს უახლეს ისტორიაში, აფხაზეთში, კონფლიქტამდე და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წვლილს კონფლიქტის დარეგულირების საკითხში. აგრეთვე, ბულგარეთის მხარდაჭერას საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების პროცესში. ბულგარეთის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებულ მდგომარეობაზე და გააცნო ის პრობლემები, რომლებსაც ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო რეჟიმი უქმნის. ამასთანავე განიხილეს სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელების შესაძლებლობა. დესისლავა ივანოვა-კოზლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ ბულგარეთს და საქართველოს საერთო ბევრი აქვთ, ამიტომ, მისი ქვეყანა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ერთი-ერთი მთავარი მხარდამჭერია. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს მიულოცა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება, ისაუბრა, რომ უახლოეს მომავალში ბულგარეთი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას აპირებს. აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის საელჩო 2017-2019 წლებში ნატოს საკონტაქტო საელჩო იქნება, ხოლო 2018 წელს ექვსი თვით ბულგარეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)