|
2017-02-08 22:30:14, 1632 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ლიტვაში იმყოფება
როგორც უსაფრთხოების საკითხებში საერთაშორისო თანამეგობრობს სტაბილური და ერთგული პარტნიორი, საქართველო იმსახურებს მტკიცე მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ვიქტორ დოლიძეს ლიტვის რესპუბლიკაში, ქ.ვილნიუსში 7-8 თებერვალს გამართული სამუშაო ვიზიტის მსვლელობისას განუცხადეს, სადაც სახელმწიფო მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსთან, ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიტაუტას უმბრასასთან, ლიტვის სეიმის ვიცე-სპიკერ გედიმინას კირკილასთან, ასევე, სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე უოზას ბერნატონისთან და სეიმის სხვა წევრებთან. მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცის პროცესსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. ლიტვის მხარის წარმომადგენლებმა მიულოცეს ვიქტორ დოლიძეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე ევროპარლამენტის მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ ლიტვა მომავალშიც მტკიცედ განაგრძობს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერასა და ხელშეწყობას როგორც ევროკავშირთან და ნატო-სთან თანამშრომლობის, ასევე, ორმხრივ ფორმატში.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)