23:54 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-04 22:17:26, 1759 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა მოსამართლეებს: თქვენ ვერ დაგიცავთ ეს რეჟიმი, კარგად დაფიქრდით

თქვენ ვერ დაგიცავთ ეს რეჟიმი, კარგად დაფიქრდით, - ასე მიმართა პოლიტიკური პარტია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში.

უგულავას განცხადებით, ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე არის ის ორი მოსამართლე, რომლებიც იმ კოლეგიაში შედიოდნენ, რომელმაც რუსთავი2-ის საქმე დიდ პალატას განსახილველად გადასცა, ამიტომ, მისი თქმით, „უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლის მიმართ დაწყებულია სპეცოპერაცია სუს-ის მიერ“. მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის გაუბედავი არსება, ის არის ივანიშვილის რეჟიმის გამტარებელი და ივანიშვილის რეჟიმის მოსამართლე.

გიგი უგულავამ მოსამართლეებს მიმართა და აღნიშნა, რომ ეს არ არის რიგითი საქმე, ეს საქართველოს მომავალს ეხება.

„თქვენ ვერ დაგიცავთ ეს რეჟიმი, ურთმელიძეს გააკეთებინეს ყველაზე სამარცხვინო საქმე და მერე მოისროლეს. ასე დაემართება ყველა მოსამართლეს, ასე პატივაყრილი, თეთრზე შავით დამწერი მოსამართლე შეუძლებელია, მერე დარჩეთ სასამართლო სისტემაში. მეგობრებო, კარგად დაფიქრდით, ეს არ არის რიგითი საქმე, ეს საქართველოს მომავალს ეხება,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics