|
2017-02-04 18:15:57, 1629 ნახვა
სხვადასხვა
მედია ტრამპის წინააღმდეგ - როგორ პასუხობს პრესა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირველ სამუშაო დღესა და განკარგულებებს მსოფლიოში ცნობილი ბეჭდური გამოცემები გამოეხმაურნენ. გავლენიანი ბეჭდური მედია საშუალებები კრიტიკით უდგებიან დონალდ ტრამპს - როგორ პასუხობს პრესა აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის პირველ გადაწყვეტილებებს. The Economist-ს მთავარ გვერდზე აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი მოლოტოვის კოქტეილით არის შეიარაღებული. სტატიის სათაურია: „მეამბოხე თეთრ სახლში“.
Der Spiegel-ის რედაქტორებმა სხვა გამოცემებთან შედარებით, უფრო მკაცრი მიდგომა აირჩიეს და დონალდ ტრამპი დანით შეიარაღებულ ფსიქოპატად წარმოაჩინეს, რომელსაც თავისუფლების ქანდაკების მოკვეთილი თავი უჭირავს ხელში.
The Atlantic-ი თავის ყდაზე, დონალდ ტრამპის "საშიშ პრეზიდენტობას" აღწერს და სტატიას აქვეყნებს სათაურით: "როგორ ავაშენოთ ავტოკრატია".
Harper's-ი საკუთარ სტატიაში "საკმაოდ ირონიულად" უდგება "ტრამპის ფენომენს" და "მას მზესთან აიგივებს". მთავარ ყდაზე, ილუსტრაციასთან ერთად სტატიის სათაურიც ფიქსირდება: "სახელმძღვანელო, ტრამპის ერასთან მებრძოლთათვის".
Newsweek-ის ყდას საკმაოდ შინაარსიანი დატვირთვა აქვს, რომელსაც გამოცემა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინაააღმდეგ იყენებს. კალიფორნიის მოსახლეობა "ტრამპიზმის წინააღმდეგ" - "წინააღმდეგობის შტატი".
The Nation-ის გამოცემა ხაზს უსვამს დონალდ ტრამპის პოპულისტურ განცხადებებს და აღნიშნავს, რომ მას დემოკრატიულმა პარტიამ საკადრისი პასუხი უნდა გასცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოპულიზმი გაიმარჯვებს. გამოცემის მთავარ ყდაზე აშშ-ის პრეზიდენტის კარიკატურაა სათაურით : "დონალდ ტრამპი სახიფათოა".
The New York Times Magazine-ი კარგად ასახავს დონალდ ტრამპის პოპულისტურ პოლიტიკას, ამერიკის უნიკალურობასა და ერთადერთობასთან დაკავშირებით. გამოცემა, მოქმედი პრეზიდენტის განცხადებების ინტერპრეტაციას კრეატიულად მიუდგა და რუკაზე ამერიკის გარდა აფერი დატოვა "შეუღებავი".
Bloomberg Businessweek-ის მთავარ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოზე დონალდ ტრამპს ხელში უჭირავს განკარგულება, მინაწერით: „ნაჩქარევად მიღებული, ლეგალურად საეჭვო, ეკონომიკური დესტაბილიზაციის განკარგულება“.
The Advocate - ლგბტ გამოცემა ამერიკის დროშაზე "განდეგილ", "მიმოფანტულ" ადამიანებს ასახავს, სათაურით "პანიკის დროა".
The New Yorker-ის მთავარ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს სოციალურ ქსელებში ყველაზე ფართო გამოხმაურება მოჰყვა. გარეკანზე თავისუფლების ქანდაკების ჩირაღდანზე თეთრი კვამლი ჩანს. ყდაზე ასევე არის მინაწერი: „თავისუფლების ცეცხლის ჩაქრობა“. „ყოველთვის ასე მიიჩნეოდა, რომ თავისუფლების ქანდაკებაზე ანთებული ჩირაღდანი იმიგრანტების გულითადად მიღების მანიშნებელი იყო. გარდა ამისა, ეს იყო ამერიკული ღირებულებების სიმბოლო. ახლა კი, გამოდის, რომ ჩვენ ამ შუქს ვაქრობთ“, - წერს გამოცემა.
ამერიკული და ევროპული პრესის კრიტიკა და მკაცრი გამოხმაურება იმიგრანტებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შვიდი მუსლიმი ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში შესვლა 90 დღის განმავლობაში აეკრძალათ. ამ განკარგულებამ აეროპორტებში ქაოსი გამოიწვია, ვინაიდან ირანის, ერაყის, ლიბიის, სომალის, სუდანის, სირიისა და იემენის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ამასთან, განკარგულების თანახმად, ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა სირიელ ლტოლვილებს გაურკვეველი ვადით აეკრძალათ. აღნიშნულ განკარგულებას, დონალდ ტრამპმა ხელი 28 იანვარს მოეწერა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პრეზიდენტის განკარგულების შემდეგ, ვიზა 60 000-მდე პირს გაუუქმდა. ტრამპის გადაწყვეტილებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
ტრამპმა თქვა, რომ პუტინს ომის დასრულება ზელენსკისზე მეტად სურს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|












ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)