|
2017-02-03 19:51:39, 2643 ნახვა
პოლიტიკა
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი: საქართველო ყველანაირ დაბრკოლებას ქმნის, რომ ჩვენი მოსახლეობა ევროკავშირის ქვეყნებში ვერ შევიდეს
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების მხარდაჭერა, ოსეთის მოსახლეობაზე არ ვრცელდება. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ 25 წლის წინ გააკეთა თავის არჩევანი, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი და არ სურს რამე საერთო ჰქონდეს საქართველოსთან, მათი განცხადებით, საქართველომ აგრესიული გზებით ვერ შეძლო სამხრეთ ოსეთის ერის განადგურება, სწორედ ამიტომ, ახლა ცდილობს პროპგანდისტული ხრიკები ჩაატაროს. "სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ 25 წლის წინ გააკეთა თავის არჩევანი, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი და არ სურს რამე საერთო ჰქონდეს საქართველოსთან. საქართველომ აგრესიული გზებით ვერ შეძლო სამხრეთ ოსეთის ერის განადგურება, სწორედ ამიტომ, ახლა ცდილობს პროპგანდისტული ხრიკები ჩაატაროს. გარდა ამისა, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, ისევე როგორც წინამორბედმა, ვერ შეძლო უარი ეთქვა ისეთ მიმართვებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას დროს არსებობდა და რომლებიც, სამხრეთ ოსეთის თითოეული მოქალაქისთის შეურაცხმყოფელია. მაგალითად: ტერმინი "ცხინვალის რეგიონი", ე.წ სამხრეთ ოსეთი და ყველანაირად ხელს უშლის, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ურთიერთობას საერთაშორისო ასპარეზზე. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობას, კანონიერ საფუძველზე აქვს რუსეთის მოქალაქეობაც და რუსული საბუთები, რომლის მეშვეობითაც მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობა შეუძლიათ, თუმცა სწორედ საქართველოს ხელისუფლება და მისი დასავლური მფარველები ყველანაირ დაბრკოლებას ქმნიან, რომ ჩვენი მოსახლეობა ევროკავშირის ქვეყნებში ვერ შევიდეს. გავიდა საკმარისი დრო, საქართველოს ხელისუფლება მიმხვდარიყო, რომ ურთიერთობის ერთადერთი მოდელი არის, პარიტეტული ურთიერთობა 2 თანასწოს სახელმწიფოს შორის", - ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას მხარი დაუჭირა.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)