|
2017-02-03 17:09:13, 1514 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს სებასტიან კურცს შეხვდა, რომელიც ამავდროულად ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეა. პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის განსახილველ საკითხთა ნუსხაში შედიოდა, როგორც ეუთოს დღის წესრიგი, ასევე საქართველო ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება. ყურადღება გამახვილდა ასევე, უსაფრთხოების პრობლემებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, ქვეყნებს შორისორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე. პრეზიდენტის საგარო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შეხვედრისას განიხილეს ის საკითხები, თუ რა უნდა გაკეთდეს, საქართველოსპრეზიდენტის ხედვით, ეუთოს მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების უკეთესობისკენ შესაცვლელად. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიულოცა. შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)