|
2017-02-02 20:31:28, 1408 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: მჯერა, მალე ღირსეულად შევაბიჯებთ დიდ ევროპულ ოჯახში
„ჩვენ დღეს მოვისმინეთ სიტყვები, რომელმაც შეუძლებელია, არ აგაღელვოს და სიამაყით არ აგავსოს. ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან დღეს ჩვენ სამაგალითო გვიწოდეს, ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესისთვის და მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის”,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპარლამენტის მიერ უვიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისმხარდაჭერასთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება მიულოცა. პრემიერის განმარტებით, ევროპასთან დაახლოება მთელი საქართველოს კუთვნილებაა და მათ განსაკუთრებით ახარებთ, რომ აფხაზი და ოსი მოქალაქეები ისარგებლებენ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობებს მოაქვს - ეს იქნება უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, ევროკავშირის ბაზარი ბიზნესმენებისთვის, ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა თუ მრავალი სხვა. „დღევანდელი წარმატება უამრავი ადამიანის დიდი შრომის შედეგია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო და მივულოცო ყველა მათგანს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ხალხს, რომელიც ყოველთვის ერთსულოვანი იყო ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ! დღევანდელი პოზიტიური გადაწყვეტილება მალე მიგვიყვანს საბოლოო შედეგამდე და საქართველოს მოქალაქეებს, მიეცემათ შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლება. ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, ახალ შესაძლებლობებთან ერთად, თითოეულ ჩვენგანს უდიდეს პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს. მრავალი თაობის ოცნების ასრულების გზაზე, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ელჩები ვხდებით და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ფართოდ იქნება ეს კარი გახსნილი უკვე მომავალი თაობებისთვის. სწორედ ჩვენი მომავალი თაობის წარმომადგენლებთან ერთად ვგეგმავ უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე ევროპაში გამგზავრებას. ქუთაისიდან აუცილებლად გავემგზავრები ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად, რომლებისთვისაც, დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი გადაწყვეტილება. მჯერა, მალე ჩვენ ღირსეულად შევაბიჯებთ დიდ ევროპულ ოჯახში და ჩვენს წვლილს შევიტანთ მის მრავალფეროვან კულტურაში, მშვიდობის განმტკიცებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. კიდევ ერთხელ მთელი გულით გილოცავთ ყველას!“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, 2 თებერვალს, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაიმართა განხილვა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხზე და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა 539/2001 რეგულაციის შესაბამისი ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლებს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)