08:13 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 15:04:43, 465 ნახვა

პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ გრძელდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი განთავსებისა და კვების ობიექტებს ხარისხის ნიშანს ისევ მიანიჭებს. პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. ხარისხის ნიშნის მსურველთა რეგისტრაცია პროექტის ვებ- გვერდზე recommend.ge გაზაფხულზე დაიწყება.

პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ თავისი შინაარსით წარმოადგენს შეთავაზებას რეგიონში არსებული კვებისა და განთავსების ობიექტებისთვის, რათა მათ გააუმჯობესონ მომსახურების ხარისხი, დაიცვან და შეასრულონ გარკვეული კრიტერიუმები ძირითადი ევროპული სტანდარტების დასამკვიდრებლად.

პროექტი 2016 წელს დაიწყო და რეგიონში უკვე არის 62 ხარისხის ნიშნის მქონე ტურისტული ობიექტი. მიუხედავად იმისა, რომ წლის განმავლობაში პროექტში 106 ობიექტი დარეგისტრირდა, კრიტერიუმების დაკმაყოფილება მხოლოდ მათმა ნაწილმა შეძლო. კრიტერიუმები მსოფლიოში აღიარებულ HotRec, HotelStar union 21 პრინციპს ემყარება და ადაპტირებულია ქართული რეალობისთვის.

მიმდინარე წელს,  პროექტში ისევ ჩაერთვებიან სახანძრო-სამაშველო სამსახური, ჰიგიენასა და სანდასუფთავებაზე პასუხისმგებელი მუნიციპალური სამსახურები და სურსათის ეროვნული სააგენტო. ისინი მათ მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით გაუწევენ მონიტორინგს პროექტში ჩართულ კვებისა და განთავსების ობიექტებს და გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს. პროექტით გათვალისწინებულ სხვა სტანდარტებს კი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფი შეამოწმებს. კრიტერიუმებისა და რეკომენდებული ტურისტული ობიექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე Recommend.ge.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics