|
2026-07-08 21:59:32, 2830 ნახვა
პოლიტიკა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
პროკურატურის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა და დააკმაყოფილა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და ტარების ფაქტებზე მსჯავრდებული დამნაშავედ ცნო, შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ბრალდებულს 11 წლითა და 6 თვით პატიმრობის ნაცვლად, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. "საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 19 ივლისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე, საზაფხულო საძოვრების ტერიტორიაზე, ბრალდებულმა საძოვრებთან დაკავშირებული დავის გამო, ძმებს, მათივე ოჯახის წევრების თანდასწრებით, მოკვლის განზრახვით არაერთხელ ესროლა მისივე მამის კუთვნილი იარაღიდან, რა დროსაც ერთმა ძმამ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ხოლო მეორე მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის “ლ” და “მ” ქვეპუნქტებით, ასევე 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა და 237-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 10 თებერვლის განაჩენით ბრალდებულის ქმედება გადაკვალიფიცირდა და დამნაშავედ იქნა ცნობილი 19,109-ე მუხლის “ლ” და “მ” ქვეპუნქტებიდან სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 120-ე მუხლის მეორე ნაწილზე, ასევე 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 237-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 6 თვის ვადით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს,პროკურატურის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, 2026 წლის 8 ივლისის განაჩენით ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის “ლ” და “მ” ქვეპუნქტებით, ასევე 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 237-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ, სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
WSJ: CIA-ს ხელმძღვანელი შესაძლოა პუტინთან მოახლოებული მობილიზაციისა და ნატოზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გამო ჩაფრინდა
ჩერგოლეიშვილი- ისეთი მავნე არარაობაც კი, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია სამართლიანად უნდა გასამართლდეს
ვიცი, როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა - ღარიბაშვილი ახალ წერილს ავრცელებს
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)