05:56 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 10:55:22, 458 ნახვა

დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გაათავისუფლა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, დენიელ რეგსდეილი თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ ამერიკის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჯონ კელის განცხადებაშია აღნიშნული.

თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის ახალი ხელმძღვანელი ტომას ჰომანი გახდა, რომელიც დეპარტამენტში 30 წლის განმავლობაში მუშაობდა. 2013 წლიდან ის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, რომელიც აშშ-ის საიმიგრაციო კანონების გათვალისწინებით, ამერიკაში შესული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონიტორინგს ახორციელებდა.

მედია საშუალების ინფორმაციით, რეგსდეილის გათავისუფლების მიზეზები განმარტებული არ არის.

"დარწმუნებული ვარ, ის თავის სამსახურში ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც ძლიერი და ეფექტური ლიდერი იქნება“, - ნათქვამია ჯონ კელის განცხადებაში.

ცნობისთვის, ეს უკვე მეორე საკადრო ცვლილებაა ბოლო 24 საათის განმავლობაში.

მანამდე, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოქმედი გენერალური პროკურორი გაათავისუფლა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, გენერალური პროკურორი, სალი იეიტსი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან ამერიკის ახალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გამო გააკრიტიკა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics