|
2017-01-24 19:54:02, 1719 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის მოწოდებაზე განმარტებას აკეთებს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დაულისდღევანდელ მოწოდებას ეხმაურება და განმარტებას აკეთებს. როგორც "ექსპრენიუსს" უწყებიდან აცნობეს, მთავრობის ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, პატივს სცემენ ევროპელი კოლეგებისმოსაზრებებს და მათ ყურადღებით ეკიდებიან, თუმცა, დღეს, დემოკრატიულ სისტემაში, მართლმსაჯულებას ახორციელებს სასამართლო და არა -აღმასრულებელი ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი. „საქართველო არის ევროპული, ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა, რომელიც წარმატებით ნერგავს ევროპულ სტანდარტებს. 2012 წლისშემდეგ, საქართველოს განსაკუთრებული პროგრესი, ევროპული დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში, აღიარებულია,როგორც ევროკავშირის, ასევე სხვა პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველომ შეძლო, გადაქცეულიყო ქვეყნად,რომლის ძირითადი ღირებულება არის ადამიანის თავისუფლება. დემოკრატიულ სისტემაში, დამნაშავეები პასუხს აგებენ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობრივი დანაშაულის გამო,რომელსაც შედეგად მოჰყვა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა, წამება, პატივისა და ღირსების შელახვა. საქართველოს მთავრობა ვერ ჩაერევა, სასამართლოს მიერ, ასეთი დანაშაულებისათვის პასუხისგებაში მიცემული პირების სასჯელისაგანგათავისუფლების პროცესში, მხოლოდ და მხოლოდ მათი პოლიტიკური კუთვნილების გამო, და ვერ მოემსახურება დაუსჯელობის სინდრომისდანერგვას, რაც ასევე დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ეს არ არის დასავლური, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ღირებულებები. საქართველოს მთავრობის ერთგულებას ამ ღირებებულებისადმი, ვერც ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება ვერ შეცვლის", - აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)