17:44 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-21 21:46:17, 1482 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: პრეზიდენტის არჩევის წესი არ არის ისეთი საკითხი, რომელიც სხვა ნორმებისგან იზოლირებულად უნდა განვიხილოთ

პრეზიდენტის არჩევის წესი არ არის ისეთი საკითხი, რომელიც სხვა ნორმებისგან იზოლირებულად უნდა განვიხილოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

მისი თქმით, "მთავარია, ჩვენ სწორად განვსაზღვროთ ის თუ არჩევის რომელი წესი არის უფრო მეტად მიზანშეწონილი ჩვენი ქვეყნისთვის".

”მე, ჩემი პირადი პოზიციის გაჟღერებისგან ბუნებრივია, თავს შევიკავებ. მე მინდა, რომ აბსოლუტურად ღია და გახსნილი დისკუსია გვქონდეს ამ საკითხთან დაკავშირებით. პრეზიდენტის არჩევის წესი არ არის ისეთი საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა განვიხილოთ იზოლირებულად სხვა ნორმებისგან. ჩვენ პირველ რიგში, ვიდრე გადავალთ არჩევის წესის განხილვაზე, ამ საკითხზე მსჯელობაზე, უნდა განვიხილოთ, თუ როგორ უნდა გაიმიჯნოს უფლებამოსილებები აღმასრულებელ შტოს, მთავრობას და საქართველოს პრეზიდენტს შორის. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ სიღრმისეულად ვიმსჯელოთ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი არჩევის წესი არის ლეგიტიმური, არის სწორი. არსებობს სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის საპარლამენტო წყობის, სადაც პრეზიდენტები აირჩევიან ან პირდაპირი ან არაპირდაპირი წესით, ორივე წესი არის ლეგიტიმური. მთავარია, ჩვენ სწორად განვსაზღვროთ ის თუ არჩევის რომელი წესი არის უფრო მეტად მიზანშეწონილი ჩვენი ქვეყნისთვის”, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics