|
2017-01-21 12:21:51, 1233 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: მიღებული მოსაზრებები რომ დავაჯამოთ, შეიძლება მოცულობაში სამჯერ გაზრდილი კონსტიტუცია მივიღოთ
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომისიის წევრებისგან მიღებული მოსაზრებების შეჯამებისას, შეიძლება, მოცულობაში სამჯერ გაზრდილი კონსტიტუცია მივიღოთ. როგორც კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომის დაწყებისას აღნიშნა, კომისიის წევრების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები საკმაოდ მრავალრიცხოვანია. „დღეს იმართება პირველი სამუშაო ჯგუფის სხდომა. ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი შეიქმნა ამ სფეროში - ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების სფეროში, რაც ძალიან სასიამოვნო მოვლენაა და ეს მოწმობს განსაკუთრებულ ინტერესს ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების საკითხების მიმართ და მოხარული ვართ ამით”, - განაცხადა კობახიძემ. ამასთან, ირაკლი კობახიძემ კომისიის წევრებს მუშაობის პრინციპი გააცნო. ”ძირითადად 3 ეტაპად წარმოგვიდგენია მუშაობის პროცესი, დღეს გვინდა მოსაზრებები შევკრიბოთ, რომლებიც შემდეგ უკვე აისახება პირველად პროექტში. აღნიშნული პროექტი კი დარიგდება მეორე სხდომისთვის. კომისიის ბევრმა წევრმა უკვე წარმოადგინა მოსაზრებები, რომლებსაც დღეს განვიხილავთ. გვექნება აბსოლუტურად ღია მსჯელობა, დისკუსია და შეგვიძლია მუხლობრივად განვიხილოთ მოსაზრებები. თითოეულ ჩვენგანს ექნება შესაძლებლობა გამოთქვას საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები, რომლის საფუძველზეც მომზადდება კანონპროექტი, რომელიც სამუშაო ჯგუფის მეორე სხდომაზე დარიგდება. ზოგადი ტენდენცია რაც ვლინდება არის ტექსტის განვრცობის ტენდენციაა. რომ დავაჯამოთ მოსაზრებები, რომლებიც მივიღეთ კომისიის წევრებისგან, შეიძლება მოცულობაში სამჯერ გაზრდილი კონსტიტუცია მივიღოთ, რაც არ ვიცი რამდენად მიზანშეწონილია. სასურველია მაქსიმალურად ლაკონური იყოს კონსტიტუციის ტექსტი, სადაც საჭიროა ტექსტის განვრცობა, სტანდარტების აწევა და ა.შ. ბუნებრივია, ღია უნდა ვიყოთ ასეთი მსჯელობისთვის”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ცნობისთვის, პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო სხდომა მიმდინარეობს.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)