|
2017-01-20 18:00:47, 1236 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის ოფიციალურ ღონისძიებებზე ქვეყანას საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე წარმოადგენს
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სახელმწიფოები დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების დონეზე წარდგებიან. ღონისძიებაზე საქართველოს წარადგენს ელჩი დავით ბაქრაძე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ცერემონიალის განრიგით გათვალისწინებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებაში. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს ელჩი, აშშ-ში აკრედიტირებულ სხვა ელჩებთან ერთად, დაესწრება 45-ე პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალს კაპიტოლიუმის დარბაზში. სადღესასწაულო ღონისძიება გაგრძელდება თეთრი სახლის წინ გამართული საინაუგურაციო აღლუმით, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სპეციალურად მათთვის განკუთვნილი პოდიუმიდან დააკვირდებიან. დღის ბოლოს, საქართველოს ელჩი ასევე ეწვევა ოფიციალურ საინაუგურაციო მიღებას. საინაუგურაციო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ელჩი უკვე დაესწრო საინაუგურაციო კომიტეტის ვახშამს და სადღესასწაულო კონცერტს, სადაც მონაწილეობა არჩეულმა პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა მიიღეს. საქართველოს ელჩი 21 იანვარს ასევე დაესწრება ქ. ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში გამართულ სპეციალურ წირვას. ცნობისთვის, დღეს, 20 იანვარს, ქ. ვაშინგტონში გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის 58-ე ინაუგურაციის ცერემონიალი, რომელიც ითვალისწინებს ოფიციალურ ღონისძიებებსა და მიღებებს. დღეს, 20 იანვარს, ქ. ვაშინგტონში გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის 58-ე ინაუგურაციის ცერემონიალი, რომელიც ითვალისწინებს ოფიციალურ ღონისძიებებსა და მიღებებს.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)