|
2015-01-12 16:15:11, 3690 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონელ კოლეგას ტაავი რიივასს უმასპინძლა
ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ესტონელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. ირაკლი ღარიბაშვილისა და ტაავი რიივასის პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები ორი ქვეყნის მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა იყო. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ესტონელ კოლეგას თბილისში ვიზიტისთვის, რაც საქართველოს მიმართ გამოხატულ მხარდაჭერად შეაფასა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. ტაავი რიივასი და ირაკლი ღარიბაშვილი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)