|
2017-01-19 18:17:27, 1159 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძემ ბრიუსელში ორმხრივი შეხვედრები გამართა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე, პოლიტიკური საკითხების დირექტორთან ჟან-კრისტოფ ბელიართან და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ელჩ ჰერბერტ ზალბერთან. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს, კერძოდ, საუბარი შეეხო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებს. ვიქტორ დოლიძემ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე ისაუბრა. მხარეებმა, ასევე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთი მექანიზმის მნიშვნელობა. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხებსა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობაზე. სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ მხარეს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის. ვიქტორ დოლიძემ ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის პროცესში სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. გამოითქვა იმედი მომავალში ევროსტრუქტურებიდან საქართველოში მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების თაობაზე. ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს სამუშაო სადილზე უმასპინძლა, სადაც რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილეს.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)