14:04 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 18:06:01, 2177 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს

თბილისში  საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულ ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ  მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი გაიმართა.
 
როგორც ეკონომიკის სამინისტროდან "ექსპრესნიუსს" აცნობეს, მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა.

„მთავრობის  გაცხადებული  პოლიტიკაა, რომ  ჩვენს ექსპორტიორებს გაუხსნათ დამატებითი ბაზრები.  ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ ჩვენ ორ რაუნდში მოვახერხეთ  აღნიშნული  მოლაპარაკებების  დასრულება  თავისუფალი ვაჭრობის  ძირითად დებულებებზე. რამდენიმე საკითხზე  ჩვენ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კვლავაც გავაგრძელებთ მუშაობას " -განაცხადა გენადი არველაძემ.  
 
შეხვედრაზე მხარეებს შორის  ისეთი საკითხები განიხილება , როგორიცაა: საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, საბაჟო პროცედურები, საქონლის წარმოშობის წესები, ინსტიტუციური საკითხები და ვაჭრობაში დაცვითი ზომები. მხარეებს შორის  შეთანხმება შედგა  ყველა ძირითადი მიმართულებით. დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე ღია საკითხი, რომელზე შეთანხმებაც სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მოხდება.
 
ჰონგ-კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. შეთანხმების ამოქმედების შემდეგ  საქართველოს დამატებით  7,3 მილიონიანი ბაზარი გაეხსნება, რაც  გაზრდის საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
 
ჰონგ-კონგსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას წინ უსწრებდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ  შეთანხმებაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები, რომელიც  2016  წელს წარმატებით დასრულდა. მას დამკვირვებლის სტატუსით ჰონგ-კონგის დელეგაციაც ესწრებოდა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად
კობახიძე- - გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და სიხარულით საუბრობდნენ იმაზე, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს
რეჟიმის პატიმარმა, ანატოლი გიგაურმა საპატიმრო დატოვა
კობახიძე: საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია, საპატრიარქოსთან პრობლემები არ გვაქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics