|
2017-01-18 16:19:59, 1938 ნახვა
ეკონომიკა
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ ინვესტორის შერჩევას აცხადებს
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ გეგმავს ინვესტორის მოძიებას, რომელთან ერთადაც დააფუძნებს საერთო საწარმოს ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით. აღნიშნული ქარის ელექტროსადგურის საპროექტო არეალი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის რეგიონში, ქ. ზესტაფონის მიმდებარე ტერიტორიაზე და მისი სავარაუდო დადგმული სიმძლავრეა 150 მგვტ. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ ინტერესი და წარადგინონ სატენდერო დოკუმენტაცია არაუგვიანეს 2017 წლის 20 თებერვლის 18:00 საათისა. პროექტის შესახებ: ქ. ზესტაფონის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის სავარაუდო პარამეტრებია: პროექტის დასახელება: ზესტაფონის ქარის ელექტროსადგური დადგმული სიმძლავრე: 150 მეგავატი გამომუშავებული ელ.ენერგია: 478.2 მლნ. კვტ/საათი ტურბინების რაოდენობა: 50 ერთეული თითო ტურბინის დადგმული სიმძლავრე: 3 მეგავატი პროექტის ღირებულება: 227 მლნ აშშ დოლარი დღეისათვის ამ პროექტისთვის არსებობს წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც იქნება სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ არაფულადი შენატანი იქნება საერთო საწარმოს საწესდებო კაპიტალში და შეფასებულია 40,000 (ორმოცი ათასი) ლარად. საერთო საწარმოს თავდაპირველი საწესდებო კაპიტალი უნდა შეადგენდეს 400,000 (ოთხასი ათასი) ლარს. ინვესტორთა შერჩევის ტენდერის გამოცხადებასთან ერთად სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ აწესებს საპარტნიორო შეთანხმების სტანდარტულ პირობებს (ერთხმად მისაღები გადაწყვეტილებები, წილის ფორმირება, ფონდის წილიდან გამოსვლის ოპციები და სხვ.), რომელიც მოცემულია დანართ N 1-ში. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა შესაძლოა მოპოვებულ იქნას დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი მოთხოვნის და გაუმჟღავნებლობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. თანამშრომლობის გეგმა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ გეგმავს ინვესტორის მოძიებას, რომელთან ერთადაც დააფუძნებს საერთო საწარმოს ზემოაღნიშნული ელექტროსადგურის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით. არსებული წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იქნება GEDF-ის არაფულადი შენატანი კომპანიის კაპიტალში, რომელიც შეფასებულია 40,000 ლარად. საპარტნიორო შეთანხმების სტანდარტული პირობები (ერთხმად მისაღები გადაწყვეტილებები, წილის ფორმირება, ფონდის წილიდან გამოსვლის ოპციები და სხვ.) მოცემულია დანართ N 1-ში. ტენდერის პირობები ტენდერის მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმია შემოთავაზებული გამოსყიდვისა და მიყიდვის ოფციების საპროცენტო განაკვეთების ოდენობა. ორივე ოფციის განაკვეთი უნდა იყოს სულ მცირე ორნიშნა რიცხვი და გამოსყიდვის და მიყიდვის განაკვეთებს შორის განსხვავება უნდა იყოს მინიმუმ 5%. გამარჯვებულად გამოცხადდება მონაწილე, რომლის მიერ შემოთავაზებული იქნება უმაღლესი განაკვეთი. გამოსყიდვისა და მიყიდვის ოფციები და მათი მოქმედების პერიოდები განსაზღვრულია დანართ #1-ში - საპარტნიორო შეთანხმების სტანდარტული პირობები. ტენდერის მონაწილის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის შემოტანა ნიშნავს, რომ მონაწილე ეთანხმება დანართი #1-ით განსაზღვრულ სტანდარტულ პირობებს. თუ სავარაუდო პარტნიორთან საპარტნიორო შეთანხმების რომელიმე პირობაზე, რომელიც არ არის მოცემული სტანდარტულ პირობებში შეთანხმება ვერ მოხერხდა, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ უფლებამოსილია შეწყვიტოს მასთან მოლაპარაკება და შეთანხმება გააფორმოს სხვა სავარაუდო პარტნიორთან, რომელიც მონაწილეობდა ტენდერში ან ახლიდან გამოაცხადოს იგი. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: • გამოსყიდვისა და მიყიდვის ოფციების საშუალო წლიური შემოთავებულ განაკვეთებს, როგორც განსაზღვრულია დანართი #1-ში; • ამონაწერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ტენდერში მონაწილე იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ; • ტენდერში მონაწილე იურიდიული პირის წესდებას; • ტენდერში მონაწილე იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი; • ფინანსურ ანგარიშგებებს (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო); სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში ტენდერის მონაწილეებს მოთხოვოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია. ტენდერის მონაწილეებმა შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა წარმოადგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია. ნებისმიერი შეუსაბამობა წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და რეალობას შორის შესაძლოა გახდეს მიზეზი კანდიდატის დისკვალიფიკაციისთვის. განრიგი: სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული კითხვებისთვის ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ კომპანიის ელ-ფოსტის მისამართზე: n.khaindrava@gedf.com.ge სატენდერო დოკუმენტაცია მოწოდებულ უნდა იქნას არაუგვიანეს 2017 წლის 20 თებერვლის 18:00 საათისა შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. #8, მე–4 სართული, 0105, საქართველო. შემოთავაზებები მოწოდებულ უნდა იქნას დახურული კონვერტით კომპანიის წარმომადგენლის მიერ. კონვერტები გაიხსნება მოწოდებისთანავე და გამოცხადებული იქნება გამოსყიდვის და მიყიდვის ოპციების საშუალო წლიური განაკვეთები. საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. ინვესტორის ტენდერის გამოცხადების თარიღი 18 იანვარი 2017 წელი; სატენდერო დოკუმენტაციის მიწოდების ბოლო ვადა - 20 თებერვალი 2017 წელი, 18:00 სთ; გამარჯვებულის გამოვლენა - 27 თებერვალი 2017 წელი; საპარტნიორო შეთანხმების გაფორმება - 6 მარტი 2017 წელი.
(NS)
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)