|
2017-01-16 21:37:53, 1096 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: ბიუროკრატიის ძველი ნაწილი, რომელმაც განახლება ვერ მოახერხა, ჩამოშორდა პარტიას, ეს არის დადებითი პროცესი
ბიუროკრატიის ძველი ნაწილი, რომელმაც განახლება ვერ მოახერხა, ჩამოშორდა პარტიას, ეს არის ძალიან დადებითი პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა აღნიშნა, ენმ-ის ფორმალურად მმართველ ჯგუფში აშკარად იყო ბიუროკრატიზაციისა და დაჭაობების ნიშნები. მისივე თქმით, ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ის ვერ ჩამოდიოდა საქართველოში. „პოლიტსაბჭო და ფრაქცია ერთი და იგივე ჯგუფის მიერ იყო დაკომპლექტებული, ბოკერიას ჯგუფის მიერ. ეს პროცესი ნაციონალური მოძრაობაში პირველად არ მომხდარა, ნაციონალური მოძრაობის ისტორიაში ადამიანების ჯგუფები ყოველთვის მიდიოდნენ. პარტია ცოცხალი ორგანიზმია, განახლების პროცესი მნიშვნელოვანია. ნაციონალური მოძრაობის ფორმალურად მმართველ ჯგუფში აშკარად იყო ბიუროკრატიზაციისა და დაჭაობების ნიშნები, ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ მე საქართველოში ვერ ჩამოვდივარ, ეს დაკავშირებული იყო პოლიტიკურ რეპრესიებთან, დაკავშირებულია იმასთან, რომ ეს არის ყოფილი ხელისუფლების პარტია და ვინც იყო ხელისუფლებაში, ისინი ძნელად გადადიან სხვა მდგომარეობაში, ოპოზიციურ მდგომარეობაში. ეს ხალხი, ვინც წავიდა, მათი აბსოლუტური უმეტესობა არიან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, ისინი ბოლომდე ვერასდროს ვერ მოერგნენ ხელახლა პარტიულ, ოპოზიციურ, ხალხოსნურ მოღვაწეობას, ამიტომ ბიუროკრატიის ძველი ნაწილი, რომელმაც განახლება ვერ მოახერხა, ჩამოშორდა პარტიას, ეს არის ძალიან დადებითი პროცესი,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)