17:00 - 28 Jul, 2026
|
2015-01-12 15:50:02, 3635 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ტაავი რიივასი ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო სტუმარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე–პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დახვდა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია კი მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ესტონეთის პრემიერ–მინისტრ ტაავი რიივასისა და საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც გაფართოებული მოლაპარაკებები გაიმართება. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)