20:48 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 14:03:51, 422 ნახვა

საქართველოს ფისკალურ პოლიტიკისა და ევროკავშირის პრაქტიკასთან თავსებადობის შესახებ შეხვედრები გაიმართება

ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს ფისკალურ პოლიტიკისა და მართვის სისტემის და მისი ევროკავშირის პრაქტიკასთან თავსებადობის შესახებ საჯარო შეხვედრები გაიმართება.

ფისკალური წესების და ფისკალური მართვის პრინციპების დაცვა საჯარო ფინანსების მართვის საუკეთესო პრაქტიკის ნაწილია, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში ათწლეულების მანძილზე ინერგება და იხვეწება. საქართველოშიც ბოლო ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საერთაშორისო პრაქტიკის დასანერგად.
 
როგორც "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, უწყების მიერ მომზადდა დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ფისკალურ პოლიტიკასა და მართვას და მის თავსებადობას ევროკავშირის პრაქტიკასთან აღწერს.

დოკუმენტი იხილეთ შემდეგ ბმულზე >> http://mof.ge/images/File/biujeti/Fiscal_Governance-GEO.pdf 
 
2017 წლის 16 იანვრიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების მხარდაჭერით იწყებს შეხვედრებს ქ. თბილისსა და რეგიონებში.
 
2016 წლის იანვრის ბოლოს, ქ. თბილისში გაიმართება შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც განხილული იქნება საქართველოს ფისკალური პოლიტიკის და მართვის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები და რეგიონებში ჩატარებული შეხვედრების შედეგები.

(NS)
 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics