19:47 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-11 16:36:31, 386 ნახვა

თენგიზ ფხალაძე აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე პრეზიდენტის დავალებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საქართველოში კესტუტის იანკაუსკასს, მისიის პოლიტიკურ მრჩეველს გრზეგორგ ჯაზოვსკის, მისიის ოპერაციების განყოფილების უფროსის მოადგილეს ჰელენ კრიგერს და ევროპის საბჭოს მისიის ხელმძღვანელს საქართველოში კრისტიან ურსეს შეხვდა.

 ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს და  საქართველოში ევროსაბჭოს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა, რომლებსაც აფხაზეთში ეკლესიისა დაპოლონელთა სასაფლაოს განადგურების ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

 თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს  და იმ ქმედებებს, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოსკულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ხორციელდება. 

 „ამის შესახებ უკვე იყო პრეზიდენტის განცხადება და ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი გახდეს საერთაშორისო მონიტორინგის ობიექტი დასაერთაშორისო მონიტორებს ჰქონდეთ საშუალება ადგილზე შეისწავლონ არსებული ვითარება.

 ეს არ არის პირველი საგანგაშო სიგნალი, რომელსაც ვღებულობთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უაღესად მნიშვნელოვანია საერთაშორისოორგანიზაციების და მათი მონიტორების უშუალო ჩართულობა", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

მისი განცხადებით, ევროსაბჭოს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას დღესდღეობით  საოკუპაციო ძალები არ აძლევენ საშუალებას, რომ ადგილზე ჩაატარონმონიტორინგი, მაგრამ მათ შეუძლიათ გაგვიწიონ დახმარება იმისათვის, რომ ეს საკითხი ფართოდ იქნას განხილული საერთაშორისო თანამეგობრობაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics