|
2017-01-10 16:57:13, 1707 ნახვა
სხვადასხვა
Yahoo აღარ იარსებებს - კომპანიის 100% გაყიდულია
ამერიკული ინტერნეტ კომპანია Yahoo Incorporation-ის განცხადებით, მალე კომპანიას სახელი შეეცვლება და Altaba Inc. გახდება, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, კომპანიის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი მარისა მეიერი Verizon Communication-თან გარიგების დასრულებისთანავე გადადგება და მის პოსტს ერიკ ბრანდტი დაიკავებს, რომელიც აქამდე კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. ამასთან, კომპანიის დანარჩენი 5 დირექტორიც დაკავებული თანამდებობიდან გადადგება. მედიის ცნობით, Yahoo იღებს ვალდებულებას, თავისი ელექტრონული ფოსტა და სრული მედია აქტივები 4 მილიარდ 83 მილიონ $-ის სანაცვლოდ გაყიდოს. Altaba კი ჰოლდინგური კომპანია იქნება. არსებული ინფორმაციით, ხელშეკრულებას ოფიციალურად ხელი ამავე წლის მარტში მოეწერება. შეგახსენებთ, რომ Yahoo სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, დევიდ ფილიპმა და ჯერი იანგომმა 1995 წელს დააარსეს. კომპანია მოიცავს საძიებო სისტემას და ინტერნეტ-სერვისების. Yahoo-ს გლობალური აუდიტორია, 1 მილიარდ მომხმარებელს მოიცავს. 2007-2008 წლებში კომპანიას 50 მილიარდ დოლარს აქტივების გაყიდვაში სთავაზობდნენ. 2012 წელს კომპანიის სათავეში მარისა მეიერი ჩაუდა,რომელიც იქამდე Google-ში მუშაობდა. ექსპერტები მას არასწორი პოლიტიკის წარმოებაში ადანაშაულებდნენ, რაც კომპანიაში დიდი ფინანსურ დანაკარგებს იწვევდა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)