16:24 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-09 14:50:52, 489 ნახვა

Reuters: ტრამპი აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევას აღიარებს

აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღიარებს, რომ რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნების დროს განხორციელებულ კიბერთავდასხმებში  ჩართული იყო, - ამის შესახებ Reuters-ი ტრამპის შტაბის უფროსზე დაყრდნობით იუწყება. 

ამასთან, მედიის ცნობით, ჯერ-ჯერობით უცნობია, აღიარებს თუ არა დონალდ ტრამპი აღნიშნულ საკითხში კონკრეტულად პუტინის მონაწილეობას.  

ცნობისთვის, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა, რომ დაეწყოთ კამპანია, რომელიც დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარებოდა. 

ანგარიშში ასევა საუბარია იმაზე, რომ რუსეთის ტრამპისადმი დამოკიდებულება დემოკრატ ოპონენტ კლინტონის ცხებდა ჩირქს.

სადაზვერვო სააგენტოს განცხადებით, დემოკრატიული პარტიის კომპიუტერულ ქსელებზე წვდომის შესაძლებლობა რუსეთს 2015 წლიდან ჰქონდა და პარტიის წევრების ელექტრონული ფოსტის დახმარებით მნიშველოვანი ინფორმაცია ამოიღეს. BBC-ის ინფორმაციით, რუსეთი ბრალდებებს უარყოფს. რუსეთის პირდაპირ ჩარევას არ ადასტურებს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც და აცხადებს, რომ მის გამარჯვებაში რუსეთის პირდაპირი პასუხისმგებლობა არ იკეთება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics