Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დღევანდელი დღის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა და მისი შეძენა 2.7500 არის შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემის ვებ გვერდზეა ასახული. 

" />
23:05 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-06 17:16:33, 3776 ნახვა

ეკონომიკა საზოგადოება მსოფლიო
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარს გამყარების ტენდენცია აქვს

Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დღევანდელი დღის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა და მისი შეძენა 2.7500 არის შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემის ვებ გვერდზეა ასახული. 

გამოცემის ინფორმაციით დღიური მაჩვენებელი ასე გამოიყურება : 2.7450 - 2.7825 

ცნობისთვის, Bloomberg-ზე ვაჭრობა დღეს, 1 დოლარი 2.7650 კურსით დაიწყო და 0.50%-იანი გამყარება ფიქსირდება.

ამასთან,  თბილისის დროით 17:00 საათზე 1 დოლარის შეძენა Bloomberg-ზე 2.7500 ლარად იყო შესაძლებელი. 

აღსანიშნავია, რომ გუშინ 1 აშშ დოლარის შეძენა Bloomberg-ზე 2.7637 კურსით იყო შესაძლებელი და ამავე კურსით დასრულდა. 

Bloomberg-ის სისტემაში შეთავაზებების ფასის მიხედვით, 3 იანვრიდან ლარი დოლარის მიმართ 2.6550-დან 2.7650-მდე მერყეობდა. 

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.7674 ლარი ეღირება. 1 ევრო ხვალ, 2.9334 ლარი ეღირება. ლარი უკრაინული გრივნის გარდა, ყველა ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics