06:43 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-30 18:30:18, 520 ნახვა

2016 წლის მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 316.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2016 წლის მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 316.7 მლნ აშშ დოლარი (735.6 მლნ ლარი, მესამე კვარტალის მშპ-ს 8.4 პროცენტი) შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

"მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება. საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2016 წლის მესამე კვარტალში წლიურად 56.6 პროცენტით გაიზარდა (ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გრანტით მიღებული მედიკამენტების იმპორტის გარეშე 7.0 პროცენტით შემცირდა) და 1.8 მლრდ აშშ დოლარი (4.3 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტი წლიურად 1.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო იმპორტი 33.2 პროცენტით გაიზარდა (ცე ჰეპატიტის მედიკამენტების გარეშე საქონლის იმპორტი წლიურად 4.7 პროცენტით  შემცირდა).

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2016 წლის მესამე კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 7.8 პროცენტით,  ხოლო იმპორტი 8.2 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 10.1 პროცენტით გაიზარდა და 817.0 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 2.6-ჯერ გაიზარდა  და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (2.8 მლრდ ლარი) შეადგინა. ზრდა, უმთავრესად,  განპირობებული იყო სამთავრობო სექტორის მიმდინარე ტრანსფერების 4.1-ჯერადი მატებით,  საიდანაც 911.6 მლნ აშშ დოლარი ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მიღებული დახმარებაა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მესამე  კვარტალში 421.0 მლნ აშშ დოლარი (977.6 მლნ ლარი) შეადგინა1, რაც კვარტალური მშპ-ს 11.2 პროცენტია. მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის, მშენებლობის და მრეწველობის სექტორებში განხორციელდა",-ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics