16:09 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 17:48:40, 1063 ნახვა

ეკონომიკა
თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა „თიბისი ბანკი“ საუკეთესო დამსაქმებლად დაასახელეს

„თიბისი ბანკმა“ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისგან  საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსი მიიღო.

ბოლო ერთ წლის განმავლობაში „თიბისი ბანკში“ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების  ყველაზე მეტი სტუდენტი და კურსდამთავრებული დასაქმდა.  

საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიები თავისუფალ უნივერსიტეტში 26 მარტს,  კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გამართულ დასაქმების ფორუმზე გამოცხადდა.

დასაქმების ფორუმზე „თიბისი ბანკთან“ ერთად წარმოდგენილი იყვნენ ქართულ ბაზარზე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიები.

„სასიამოვნოა,  რომ დღეს თავისუფალმა  და აგრარულმა უნივერსიტეტებმა საუკეთესო დამსაქმებლად „თიბისი ბანკი“ დაასახელეს. ჩვენთან უკვე საკმაოდ ბევრი თანამშრომელია ამ უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. მათი უმეტესი ნაწილი დასაქმებულია ფინანურ, კორპორატიულ და რისკების განყოფილებებში, აგრეთვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. აღსანიშნავია, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები განსაკუთრებით გამოირჩევიან თავიანთი უნარებით და პროფესიული შესაძლებლობებით. ამიტომაც ჩვენთვის ამ კურსდამთავრებულებთან თანამშრომლობა განსაკუთრებით სასარგებლოა და „თიბისი ბანკი“ მომავალშიც გააგრძელებს ამ სტრატეგიას“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ პაატა ღაძაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics