|
2016-12-29 11:07:29, 411 ნახვა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ჯონ კერი გააკრიტიკა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მკაცრად გააკრიტიკა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ჯონ კერის გამოსვლა ისრაელის წინააღმდეგ იყო მიმართული. "ბატონმა კერიმ თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი დაუთმო ისრაელის კრიტიკას. მან დიდი გულმოდგინებით დაგმო პოლიტიკა, რიმელიც ებრაელებს საშუალებას მისცემს დასახლდნენ თავის ისტორიულ მიწაზე და მათ შორის დედაქალაქ იერუსალიმში", - განაცხადა ისრაელის პრემიერმა. საქმე ეხება ამერიკელი დიპლომატის კომენტარს, რომელშიც კერიმ განაცხადა, რომ ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის მოგვარების მთავარი პრინციპი - ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბება - საფრთხის წინაშე დგას. "ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, ორი სახელმწიფოს პრინციპს საფრთხე ემუქრება. ადგილზე არსებული ტენდენციები - ძალადობა, დასახლებების მშენებლობა, ტერორიზმი და როგორც ჩანს, დაუსრულებელი ოკუპაცია - ამ ყველაფრის გამო მშვიდობის დამყარების იმედი იწურება", - განაცხადა კერიმ. ისრაელსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც გაერო-ში მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც "პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ შორის იერუსალიმის აღმოსავლეთში ებრაული დასახლებების მშენებლობის შეწყვეტაზეა საუბარი. 7042 აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ უარი თქვა რეზოლუციის დაბლოკვაზე, რამაც ისრაელის მთავრობის გაღიზიანება გამოიწვია. აშშ-ის ელჩი ისრაელის დიპლომატიურ უწყებაშიც კი გამოიძახეს. ამასთან, რომ აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი ამ დავაში მხარს ისრაელს უჭერს. ის ინაუგურაციის შემდეგ ისრაელს ინტერესების დაცვას პირდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)