|
2016-12-22 12:36:57, 1635 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დავით სერგეენკო: ვქმნით ახალ სამსახურს, რომლის ამოცანაც თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგი იქნება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, კადრების შემცირება მათი უპირველესი ამოცანა არ არის. სერგეენკო ამბობს, რომ ხელფასი მუშაობის ეფექტურობის მიხედვით გადანაწილდება. ანუ, მინისტრის განმარტებით, ის, ვინც მაღალ შედეგს დადებს, მაღალ ანაზღაურებას მიიღებს, ვინც ნაკლებად ეფექტურად იმუშავებს, სახელფასო ანაზღაურებაც ნაკლები ექნება: „ახალ ბიუჯეტთან დაკავშირებით ჩვენი პირველადი ამოცანა არ არის, რომ დავიწყოთ კადრების შემცირება. ჯანდაცვის სამინისტროს ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა ექნება გასატარებელი. ჩვენი შეხედულება არის ასეთი, რომ ჩვენ ვქმნით, ვააქტიურებთ ახალ სამსახურს, რომლის ამოცანაც თანამშრომელთა მუშაობის პერფომანსის მონიტორინგი, რაოდენობრივი შეფასება იქნება. ვფიქრობ -10% ჯამური სახელფასო ანაზღაურების შემცირება არათანაბრად გადანაწილდება.ის, ვინც მაღალ შედეგს დადებს, მათზე არ იმოქმედებს, არამედ უფრო მაღალ ანაზღაურებას მიიღებს და პირიქით. ანუ ამოცანა არის მუშაობის ეფექტურობის მიხედვით გადანაწილება სამართლიანი ხელფასის და არა მიზანმიმართული შემცირება“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)