|
2016-12-20 12:18:56, 2551 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ხაზარაძე: ლარის გაუფასურება ბანკების მომგებიანობაზე უკუპროპორციულად მოქმედებს
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ლარის გაუფასურება ბანკების მომგებიანობაზე პირდაპირ უკუპროპორციულად მოქმედებს, რადგან მისი კაპიტალი იკლებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მცირდება იმ ინვესტორთა ინვესტიციები, რომლებიც ინვესტიციას დოლარში ახორციელებენ. მისივე განმარტებით, მსესხებლები, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ დაფიქსირებული, ბევრი პრობლემის წინაშე დგებიან. „იმ მსესხებლებს, რომლებსაც დოლარში ჰქონდათ დაფიქსირებული სესხი გადახდა უჭირთ შესაბამისად, ბანკი იძულებულია, რომ ეს სესხები ჩამოწეროს და რესტრუქტურიზაცია გააკეთოს. ხოლო რაც შეეხება ბანკის მონაწილეობას ლარის კურსში, ბანკები ყოველთვის იღებენ იმ მომსახურების საფასურს, რომელიც ვალუტის გადახურდავებ-გადმოხურდავების დროს თეთრებით არის განსაზღვრული. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ იაფად იყიდო და ძვირად გაყიდო, რადგან ეს პროცესი კარგად რეგულირდება“, - განაცხადა ხაზარაძემ. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის თქმით, ბოლო 15-20 წლის განმავლობაში „თიბისი ბანკი“ არის მომგებიანი ბანკი და ლარის კურსს ამასთან კავშირი არ აქვს. „ეს არის ფუნდამენტალური ბიზნესი, რომელსაც ბანკი მუდმივად აკეთებს“, - განმარტა ხაზარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)