20:36 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 14:59:17, 2435 ნახვა

ეკონომიკა
ბიზნესმენთა ფედერაცია და გადასახადის გადამხდელთა კავშირი გაერთიანდა

დღეს, 16 დეკემბერს, სასტუმრო ,,რედისონში“  ბიზნესმენთა ფედერაციას ყრილობა გაიმართა.

ყრილობაზე ბიზნესმენთა ფედერაცია  და გადასახადის გადამხდელთა კავშირი გაერთიანდნენ და დღეიდან ორივე ორგანიზაცია ,,საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის" სახელით განაგრძობს ფუნქციონირებას. თუმცა, ორგანიზაცია ბიზნესმენთა ფედერაციის სამართალმემკვიდრედ რჩება. კავშირში  60  წევრია გაერთიანებული.

საქართველოს გადამხდელთა კავშირის ხელმძღვანელობა ასე ჩამოყალიბდა: პრეზიდენტი სანდრო რატიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი გიგა მიქაუტაძე, აღმასრულებელი დირექტორი  თამაზ კაპანაძე,

ყრილობაზე დამსწრე ბიზნესმენებმა ვანო ჩხარტიშვილს კიდევ ერთხელ მიმართეს და მოუწოდეს, დაუბრუნოს ორგანიზაციას  კუთვნილი შენობა, რომელსაც იგი რვა წლის წინ გარკვეული პირობებით დაესაკუთრა, თუმცა ვალდებულებები ამ დრომდე არ შეუსრულებია.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics