|
2016-12-16 14:38:31, 2343 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გვენეტაძე: ერთი, ან ორი პროდუქტის ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად სამომხმარებლო ფასების ინდექსი გაიზრდება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის თხოვნით, საზოგადოებას განუმარტა, თუ როგორ დგინდება საქართველოში საშუალო ინფლაციური მაჩვენებელი. ქუცნაშვილის თქმით, საუბარი, რომ საქართველოში საშუალო ინფლაცია 3%-იანია, დაუჯერებლად ჟღერს, რადგან გარკვეულ პროდუქტებზე ფასები იზრდება. გვენეტაძის განმარტებით, საქართველოში ფასების ინდექსი გამოითვლება საერთაშორისო მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომლის შემოწმებას დრო და დრო ახორციელებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. „დღესდღეობით დაახლოებით 295 პროდუქტია ჩართული და ყოველწლიურად ხდება ამ სამომხმარებლო კალათის შეცვლა იმის მიხედვით, რა შედგებს მოიტანს ის გამოკითხვ , რომელიც უნდა ჩატარდეს ინფლაციის გამოანგარიშების გასაუმჯობესებლად. ხდება გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდა, მაგრამ ამავე დროს ხდება გარკვეულ პროდუქტებზე ფასების შემცირება. ეს პროცესი მიდის“,-განაცხადა გვენეტაძემ და დასძინა, რომ ერთი, ან ორი პროდუქტის ზრდა არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ზოგადად სამომხმარებლო ფასების ინდექსი გაიზრდება და პირიქით.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)